ახალი ამბები

ბათუმში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

28 სექტემბერი, 2021 • 636
ბათუმში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი