ახალი ამბებიეკონომიკა

მსოფლიო ბანკი doing business-ის გამოქვეყნებას წყვეტს

27 სექტემბერი, 2021 •
მსოფლიო ბანკი doing business-ის გამოქვეყნებას წყვეტს

მსოფლიო ბანკის 16 სექტემბრის განცხადების თანახმად, ორგანიზაცია, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს შეუსაბამობები 2018 და 2020 წლების ანგარიშებში, წყვეტს Doing business-ის მომდევნო ანგარიშების მომზადებას და იწყებს არსებული მონაცემების გადამოწმებას.

“ყველა ხელთასრსებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მათ შორის წარსული შემოწმებების, აუდიტებისა და ანგარიშების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გააგრძელოს doing business ანგარიშის გამოქვეყნება”, – წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო ბანკის თანახმად, შიდა აუდიტისა და კერძო იურიდიული ფირმის “WilmerHale-ის” დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მსოფლიო ბანკის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, მათ შორის კრისტალინა გეორგიევა, რომელიც ახლა მსოფლიო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობს, მანამდე კი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, გავლენას ახდენდნენ თანამშრომლებზე, რათა მიეღოთ ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო მონაცემები.

გეორგიევა უარყოფს ჩატარებული აუდიტისა და გამოძიების შედეგებს და აცხადებს, რომ ისინი ყალბ ინფორმაციას შეიცავს.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ისინი გააგძელებენ მუშაობას ახალ მიდგომაზე, რათა შეაფასონ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო.

Doing business-ის ანგარიშს მსოფლიო ბანკი 2003 წლიდან შემდეგ, ყოველწლიურად აქვეყნებდა.

იგი ქვეყნებში ბიზნესის კეთების, დაცულობისა და სიადვილის მაჩვენებლებს ზომავს.

2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი