ახალი ამბებიეკონომიკა

საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას – თურნავა ნამახვანჰესის კონტრაქტზე

27 სექტემბერი, 2021 • 2452
საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას – თურნავა ნამახვანჰესის კონტრაქტზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტის შესახებ მთავრობასა და მშენებლ კომპანიას შორის არ დაიწყოს საერთაშორისო არბიტრაჟით გათვალისწინებული პროცედურები.

“საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას და მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავამდე საქმე არ მივიდეს, რომ ისევ მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი.

ჩვენ ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად ენერგეტიკა. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი