ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ხვალინდელი დღე ეკუთვნის აფხაზეთში დაბრუნებას” | ღარიბაშვილი

27 სექტემბერი, 2021 • 1318
“ხვალინდელი დღე ეკუთვნის აფხაზეთში დაბრუნებას” | ღარიბაშვილი

“მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ ომის მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო მომავლისათვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ხვალინდელი დღე ეკუთვნის შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას”, – ავრცელებს განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 სექტემბერთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი სოხუმსა და თბილისში აღინიშნება. აფხაზებისთვის ის სოხუმის განთავისუფლების დღეა, ხოლო ქართველებისთვის – სოხუმის დაცემის.

“დღეს საქართველოს ისტორიის განსაკუთრებით დრამატული დღეა – 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი და ძმათა შორის კონფლიქტი ოკუპაციაში გადაიზარდა. შეარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრთა და ახლობელთა მიმართ. უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად და დევნილად საკუთარ სამშობლოში. გამყოფმა ხაზებმა ერთმანეთს იძულებით დააშორა ოჯახები, ნათესავები და მეგობრები”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

27 სექტემბრის კარნავალიზაცია – დავით ჯიშკარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი