ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში “სპუტნიკ ოსეტიას” რედაქტორის შესაძლო მოწამვლის საქმეს სწავლობენ

24 სექტემბერი, 2021 • 1364
ცხინვალში “სპუტნიკ ოსეტიას” რედაქტორის შესაძლო მოწამვლის საქმეს სწავლობენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი სწავლობს ამჟამად ცხინვალში მცხოვრები რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო ვებ-გვერდის “სპუტნიკის” სამსახურის უფროსის, ვიტალი დენისოვის ბუნებრივი აირით შესაძლო მოწამვლის საქმეს და აცხადებს, რომ ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საუბრია ვიტალი დენისოვის საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის საკითხზე.

დე ფაქტო უშიშროების აღნიშნულ განცხადებამდე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის სახელისუფლებო მედია „Russian Today”-ის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც ვარაუდს გამოთქვამს, რომ ცხინვალში დენისოვის მოწამვლა სურდათ, ვინაიდან ბინაში მისულ დენისოვს გაზის მილი გადაჭრილი დახვდა.

მისივე თქმით, “სპუტნიკ ოსეტიას” რედაქტორს ანატოლი ბიბილოვმა [დე ფაქტო პრეზიდენტი] პირადად დაურეკა და საქმის შესწავლას დაჰპირდა.

“მე ვიცი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ოსებს რუსეთისა და რუსების მიმართ. თითქმის არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს იყო მათი პროვოკაცია, ვისაც ორი ერის დაპირისპირება სურს. მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვის მიერ არის ჩადენილი ეს”, – წერს სიმონიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი