ახალი ამბები | ,

მითხარით ერთი პრემიერი, რომელიც თავისით გადადგა – გახარია

23 სექტემბერი, 2021 | | 1761
მითხარით ერთი პრემიერი, რომელიც თავისით გადადგა – გახარია

„ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდებოდა და ყველას ჩვენ-ჩვენი წვლილი გვაქვს, ცუდშიც და კარგშიც. მე ჩემი წვლილის გამო პასუხისმგებლობა ავიღე და გადავდექი“, – აცხადებს ექსპრემიერი გიორგი გახარია.

ეს პასუხი მან ტვ პირველზე გადაცემა „რეაქციის“ წამყვან ინგა გრიგოლიას გასცა კითხვაზე, ხდებოდა თუ არა მისი პრემიერობის დროს ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა.

„ხანდახან ზოგიერთი გამოვა და იტყვის, რაშია შენი პასუხისმგებლობა. ჩემი პასუხისმგებლობა იმაშია, რომ მითხარით ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისით გადადგა“, – განაცხადა გახარიამ.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, რამდენჯერმე შეიცვალა: ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი.

ექსპრემიერმა ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის შესახებ და თქვა: „როგორაც არ უნდა ვაფასებდე მის ღვაწლს, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ძირითადი ფასეულობა ჩემთვის არის წარმატებული ქართული სახელმწიფო და ვერავინ ამაზე მაღლა ვერ დადგება, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი“.

გახარიას თქმითვე, „ბიძინა ივანიშვილმა რა „ოცნებაც“ დატოვა, სრულიად მისი პასუხისმგებლობაა“.

ინტერვიუს მიმდინარეობისას გიორიგ გახარიას ინგა გრიგოლიას უთხრა: „ვერ დავიჯერებ, ბატონო გიორგი, რომ ამას [გახარიას საწინააღმდეგო კამპანიას, მათ შორის „ნარკომანობის“ დაბრალებას] გაბედავდა ირაკლი კობახიძე ან მდინარაძე ბიძინა ივანიშვილთა შეთანხმების გარეშე“.

პასუხად გახარიამ თქვა: „მათ გამბედაობაში მეც ეჭვი მეპარება“. დამაზუსტებელ კითხვაზე, ესე იგი, ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას მათ უკან, კვლავ უპასუხა: „ანუ ეს მათი გამბედაობაობის შესაბამისი არ არის“.

ექსპრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „ფასეულობებს, ღირსებას, თავისუფლებას, მე კი არ ვუღალატებ, უღალატა პარტიამ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი