ახალი ამბები

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

20 სექტემბერი, 2021 • 1222
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გამოძიების თანახმად, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკა კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, ჭელიძემ კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტჯერ გაისრულოა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კავილაძესთან ერთად მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარება) მიმდინარეობს.

ნიკა კვარაცხელია ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. ის მომდევნო დღეს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი