ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვმა და ცხინვალმა ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

20 სექტემბერი, 2021 • 1214
მოსკოვმა და ცხინვალმა ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთმა და მის მიერ 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულმა სამხრეთ ოსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ოფიციალური ცნობით, ხელი დღეს, 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სააგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ელჩმა სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა მოაწერეს, ერთი მხარის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა და ამასთან, არ დაკარგონ პირველადი მოქალაქეობა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მხარი 2021 წლის აგვისტოში დაუჭირა.

მსგავსი შეთანხმების გაფორმებას რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთანაც გეგმავს. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტი კვლავ შემუშავების პროცესშია.

მსგავსი ოფიციალური შეთანხმებების მიუხედავად, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობის დაახლოებით 80-90%, პირველადი მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობას ისედაც ფლობს.

დიმიტრი მედოევი და მარატ კულახმეტოვი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას აფორმებენ; ფოტო: cominf.org

მასალების გადაბეჭდვის წესი