ახალი ამბები

რუსეთის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი

20 სექტემბერი, 2021 • 1609
რუსეთის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი

რუსეთში, ქალაქ პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. გარდაცვლილია სულ მცირე 5 ადამიანი. დაშავდა მინიმუმ 19.

ამ ეტაპზე თავდამსხმელზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში, მათ შორის, ის, რომ სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

თავდასხმა სტუდენტებზე ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყო. თავდამსხმელი სამხედრო ფორმასა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში პერმის სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტის მერვე კორპუსში მივიდა. მან სულ მცირე 30-ჯერ ისროლა.

სტუდენტები მომხდარის გამო ფანჯრებიდან ხდებოდნენ, ნაწილმა კი აუდიტორიებში ბარიკადები მოაწყო.

 

განახლება: პერმის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. როგროც Meduza იუწყება, დაშავებულებს შორის არიან მძიმე პაციენტებიც. მათ ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობები აღენიშნებათ. თავდამსმხმელი უკვე დაკავებულია. რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, ის 18 წლის ტიმურ ბეკმანსუროვია, რომელიც დაგეგმილი თავდასხმის შესახებ მანამდე სოციალურ ქსელშიც წერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი