ახალი ამბები

მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

17 სექტემბერი, 2021 • 936
მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნათია მეზრვიშვილი ამბობს, რომ ყაზბეგის პოლიციის რაიონულმა სამმართველომ გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც პარტიაში განმარტავენ, საქმე ეხება პარტიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია თავად გაავრცელეს. ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ ყაზბეგის სამმართველომ დაიბარა ზეწოლის 4 სავარაუდო ფაქტზე, რომელზეც გამოძიება ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.

„აწარმოებენ ე.წ. მოკვლევას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუქმდა კანონით. მიუხედავად უსაფუძვლოდ დაბარებისა (რომელიც, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოდის), რიგითი გამომძიებლის პატივისცემით, იმ სისტემის პატივისცემით, სადაც წლები ვიმუშავე და იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციები თავიდან ავირიდო, მივალ, ოღონდ მივალ იმ დროს, როცა არ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში (აღნიშნული განვუმარტე გამომძიებელსაც)“, – წერს მეზვრიშვილი.

ის ასევე აფრთხილებს „ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და შსს-ს მაღალ მენეჯმენტს, რომ გამოძიება რაც შეიძლება მალე დაიწყონ და შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი