რუსული მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდი“ ნოდარ ჯინჭველაშვილი, მეტსახელად „შოშია“, რუსეთის ქალაქ ვოლოგდას საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს.
ჯინჭველაშვილი 63 წლის იყო. იგი 2019 წლის შემდეგ იხდიდა სასჯელს ვოლოგდას ციხეში.
იგი 7-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა, მათ შორის ძარცვის, ქურდობის, იარაღის უკანონოდ ტარების და ნარკოდანაშაულის, ბრალდებით.