ახალი ამბებირეკლამა

„ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა“ მასშტაბურ დეველოპმენტს ახორციელებს

11 სექტემბერი, 2021 • 1750
„ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა“ მასშტაბურ დეველოპმენტს ახორციელებს

ჰუალინგ პლაზაში“ 10 სექტემბერსკარფურის“ 52- ფილიალი გაიხსნა”.

კავკასიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრიჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზამომხმარებელს საინტერესო შემოდგომას ჰპირდება, 10 სექტემბრიდან სავაჭრო კომპლექსში ჰიპერმარკეტიკარფურიფუნქციონირებს.

კარფურისგენერალურმა დირექტორმა ჟერომ აკელმა ფილიალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ კმაყოფილია კარფურის საქართველოში ოპერირებით და ასეთი სწრაფი გაფართოებით.

,,ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი ვითარდებაამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს ჟერომ აკელი.

ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“, რომელიც კავკასიის რეგიონში უდიდესი ცენტრია და მისი საერთო ფართობი 110 000 კვ/ შეადგენს, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის. აქ წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების კავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტიმიჰაუსი“.

პლაზას გენერალური დირექტორის თიკო მაღრაძის თქმით, „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაგანსხვავებული კონცეპტის მოლია, სადაც ყველაფერი იქნება სახლისთვის, თანაც იმდენად დიდი ასორტიმენტით, რომ მომხმარებელს სხვაგან წასვლა არ დასჭირდებააქ იქნება ყველაფერი ერთ სივრცეში.

ჰუალინგ პლაზას სრული დეველოპმენტის ფარგლებში, დაგეგმილია მომხმარებლებისთვის  განსხვავებული კონცეპტის სივრცეების შექმნა. ამ დროისთვის პლაზაში უკვე  ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების  ჰიპერმარკეტი მიჰაუსი, სადაც 60 000 სხვადასხვა დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. დღეს Carrefour გაიხსნა, ასევე იმავე სართულზე ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება ტექნიკის წამყვანი ბრენდების შემოსვლა. ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკების ეტაპზე ვართ ავეჯისა და ტექნიკის სხვადასხვა კომპანიასთან, ხოლო რაც უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, „ჰუალინგისზღვის პლაზაში ახლო მომავალში ავეჯის მაღაზიები – Ashley და Embawood გაიხსნება. მოლის ახალი კონცეფციაა – „ყველაფერი სახლისთვის“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს სახლისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქცია, დაწყებული სამშენებლოსარემონტო მასალებით, დამთავრებულიტექნიკით, ავეჯით, ტექსტილით და სახლის აქსესუარებით. გარდა ამისა, ვხსნით ფუნქციონალურ სივრცეებს, როგორებიცაა ფარმაცია და ბანკები.

 ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ “Made In Georgia“ სივრცის გახსნას, სადაც  ჩვენთან მოსული ადამიანი, ადგილობრივი წარმოების პარფიუმერიას, სასაჩუქრე ნივთებსა და სხვა მრავალფეროვან პროდუქციას  შეიძენს

ჩვენ გვაქვს თბილისში ერთერთი უნიკალური  საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე. პანდემიამდელ პერიოდში აქ უამრავ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. მათ შორის იყო სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, კონფერენციები, გამოფენები. ჩვენი სივრცით სარგებლობდნენ როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები. იმედი გვაქვს, პანდემიის დასრულების შემდეგ ,კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ამ მიმართულებით თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს“, – აცხადებს თიკო მაღრაძე

ჰუალინგ პლაზაში ციფრული და საოჯახო ტექნიკის ბრენდები, გეგმის თანახმად,  15 ოქტომბრიდან გაიხსნებიან . მათ შორის  ისეთი ბრენდები როგორიცაა ალტა, ბეკო და ზუმერიკომპანიაში ამბობენ, რომ პლაზა ყოველ ორ თვეში ერთხელ გახსნის სხვადასხვა კონცეპტის მაღაზიებს თავის სივრცეში, რასაც თან ახლდება გრანდიოზული აქციები და პრომო შეთავაზებები

მისივე თქმით, ამჟამად აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს იუსტიციის სახლთან, ჰუალინგში ახალი ფილიალის გახსნის საკითხზე. ასეთი სერვისის შეტანა პლაზაში კიდევ უფრო გაუმარტივებს იურიდიული მომსახურების მიღებას ადგილობრივ მოსახლეობას.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიჰუალინგპლაზას ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაცია  წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი