ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის სკოლებში არავაქცინირებულ მასწავლებლებს არ დაუშვებენ

10 სექტემბერი, 2021 • 1175
აზერბაიჯანის სკოლებში არავაქცინირებულ მასწავლებლებს არ დაუშვებენ

აზერბაიჯანის სკოლებში არავაქცინირებულ მასწავლებლებს არ დაუშვებენ, რადგან მთავარი პირობა, სკოლის კედლებში აღდგეს სასწავლო პროცესი, სწორედ სკოლების თანამშრომლების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანში ოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებლები ერთ-ერთი პირველი სამიზნე ჯგუფი იყო, რომელთა ვაქცინაციის პროცესიც ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში დაიწყო.

ამჟამად, როგორც ქვეყნის განათლების სამინისტრო აცხადებს, სკოლებში დასაქმებულთა 80% არის აცრილი.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პედაგოგი აცრას სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ვერ იკეთებს, ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინოს.

აზერბაიჯანში სკოლებში სწავლა 22 სექტემბერს იწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი