საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურად დასაქმების პროგრამით, საქართველოს 208 მოქალაქემ ისარგებლა.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მუშაობის სურვილი საქართველოს 100 000-მდე მოქალაქემ გამოთქვა.
თავდაპირველად, საქართველოს მოქალაქეთათვის სამუშაო კვოტა 500 დასაქმებულით იყო განსაზღვრული, რომელიც მოგვიანებით 5 000-მდე გაიზარდა.
სეზონური დასაქმების პროგრამა ცირკულარული მიგრაციის სახეა, რა დროსაც ადამიანები, რომლებიც ერთ კონკრეტულ საცხოვრებელ გარემოში, ქალაქში, სოფელში ან ქვეყანაში ცხოვრობენ, სამუშაოდ გადაადგილდებიან სხვა ადგილებისკენ, საიდანაც პერიოდულად საკუთარ სახლებში ბრუნდებიან.