ახალი ამბები

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი წვრთნების დროს დაიღუპა

8 სექტემბერი, 2021 • 5458
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი წვრთნების დროს დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ევგენი ზინიჩევი არქტიკაში, ქალაქ ნორილსკში მიმდინარე წვრთნების დროს, სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრნობით რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.

ზინიჩევი საგანგებო სიტუაციების მინისტრად 2018 წელს დაინიშნა, მანამდე, 2016-2018 წლებში, იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი