უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ადვოკატი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. … ვრცლად უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ადვოკატი