ახალი ამბები

ჯავის რაიონში დაკავებული ამერიკის მოქალაქე გათავისუფლებულია

6 სექტემბერი, 2021 • 1582
ჯავის რაიონში დაკავებული ამერიკის მოქალაქე გათავისუფლებულია

ჯავაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად  ტერიტორიაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ავრცელებს. ანთაძის ცნობით, ამერიკის მოქალაქე რუსმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს.

როგორც ანთაძე ამბობს, აშშ-ის მოქალაქე საქართველოში ტურისტული მიზნებით არის ჩამოსული. თავად ტურისტის თქმით, სალაშქროდ იყო წასული და ისე გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი