ახალი ამბები

“უკეთესი მრჩევლები უნდა ჰყავდეს პრემიერს” – გახარია ღარიბაშვილის “მაზაკვალი მოღალატეზე”

3 სექტემბერი, 2021 • 2024
“უკეთესი მრჩევლები უნდა ჰყავდეს პრემიერს” – გახარია ღარიბაშვილის “მაზაკვალი მოღალატეზე”

“უკეთესი მრჩევლები უნდა ჰყავდეს პრემიერს”, – ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარია მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მის შესახებ.

ღარიბაშვილმა გახარიას “მაზაკვალი მოღალატე უწოდა. მაზაკვალი მეგრული სიტყვაა და ეშმაკს, მზაკვარს ნიშნავს.

გახარიამ ტვ პირველი ეთერში განაცხადა, რომ მშვიდად ხვდება ღარიბაშვილის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებსა და ლანძღვას მის მიმართ, რადგან შესაბამისი იმუნიტეტი აქვს, თუმცა გული სწყდება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუციასთან დაკავშირებით და ისურვებდა, რომ ღარიბაშვილს უკეთესი მრჩევლები ჰყავდეს.


“ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ღალატის არაერთი პრეცედენტი გვინახავს, “ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ჩათვლით, თუმცა გახარია განსაკუთრებული შემთხვევაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი