ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა აღმოაჩინა რუსეთის აუდიტმა ცხინვალში – რატომ მალავენ დოკუმენტებს

1 სექტემბერი, 2021 •
რა აღმოაჩინა რუსეთის აუდიტმა ცხინვალში – რატომ მალავენ დოკუმენტებს

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს მთავრობისთვის ნდობის გამოცხდების საკითხის კენჭისყრაზე დააყენებას. მიზეზი ისაა, რომ მთავრობა უარს ეუბნება დეპუტატებს რუსი აუდიტორების მიერ სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის შემოწმების აქტების გასაჯაროვებაზე. დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ქცევით ჩინოვნიკები ცდილობენ, დამალონ ბიუჯეტიდან არამიზნობრივი კოლოსალური დანახარჯები.

2021 წლის ზაფხულში რუსეთიდან ჩამოსულმა აუდიტორებმა სამხრეთ ოსეთის საბიუჯეტო სახსრებისა და სახელისუფლებო ორგანოებში საშტატო თანამშრომლების დანიშვნის საკითხი შეამოწმეს.

როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, შემოწმება საკმაოდ ხანგრძლივი და სკრუპულოზური იყო. მათ შეამოწმეს როგორც ბიუჯეტის ცალკეული მუხლები, ასევე, რუსეთის მიერ გამოყოფილი საინვესტიციო პროგრამების ფული, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურული ობიექტები შენდება.

აუდიტორები მოსკოვში ივლისის მეორე ნახევარში დაბრუნდნენ და ფინანსთა მინისტრს შემოწმების შედეგების ვრცელი დოკუმენტი დაუტოვეს [რამდენიმე ასეული გვერდი].

აგვისტოს დასაწყისში კი ფინანსთა სამინისტრომ რუსეთიდან შემოწმების შედეგების 30-40- გვერდიანი აქტი მიიღო. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო აუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებული სკანდალიც.

მთავრობის წყაროების ცნობით, დოკუმენტმა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი წყობიდან გამოიყვანა და ფინანსთა მინისტრს სკანდალი მოუწყო, რის გამოც ქალს ნერვული შეტევა დაემართა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

შესაბამისად, რუსეთის აუდიტის შემოწმების შედეგების გაცნობის სურვილი პარლამენტის დეპუტატებსაც გაუჩნდა. ოპოზიციური პარტიების, “ნიხასი”, “სახალხო პარტია” და საპარლამენტო გაერთიანება “სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და პირადად პრემიერ-მინისტრ გენადი ბეკოევს დოკუმენტებზე მოთხოვნა გაუგზავნეს.

სამინისტრომ უარი უთხრა დოკუმენტის გაგზავნაზე იმ მოტივით, რომ დოკუმენტს გრიფი ადევს და მხოლოდ “შიდა მოხმარებისაა”.

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროები საკუთარ უარში ეყრდნობოდნენ 2015 წლის 31 მარტის მთავრობის დადგენილებას “საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების წესის” შესახებ.

“სახალხო პარტიის” დეპუტატმა, იურისტმა ამირან დიაკონოვმა ამ პასუხს “თვალთმაქცობის კულმინაცია” უწოდა. მისი აზრით, მთავრობა არღვევს საკონსტიტუციო კანონსაც “დეპუტატის სტატუსის” შესახებ, რომლის თანახმადაც დეპუტატს აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა.

რაც შეეხება დადგენილებას, რომელსაც ჩინოვნიკები ეყრდნობიან, ის აკრძალავს გრიფის დადებას დოკუმენტებზე, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას შეეხება.

შესაბამისად, მთავრობის პასუხი ოპოზიციამ [ოპოზიციას არ აქვს ხმების უმრავლესობა [34-დან 14] გამოწვევად მიიღო. 18 აგვისტოს სესიაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება  ჩინოვნიკების მხრიდან მიუღებელია.

22 აგვისტოს სესიაზე 14-მა ოპოზიცონერმა დეპუტატმა ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას: ან წარმოადგენენ უახლოეს 24 საათში დოკუმენტაციას, ან მთავრობისადმი უნდობლობის საკითხს დააყენებდნენ. შემდეგ დღეს გენადი ბეკოევის პასუხი მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ არაფერი იცის აღნიშნულ საკითხზე და დეპუტატების მოთხოვნას მთავრობის აპარატს გაუგზავნის.

მიღებული პასუხებით გაბრაზებულმა ოპოზიციის 14-მა დეპუტატმა პარლამენტის სპიკერს აუწყა, რომ გეგმავენ მოიწვიონ რიგგარეშე სესია და მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენონ. მსგავსი ინიციტიავისთვის რეგმალამენტით საკმარისია დეპუტატთა ხმების მესამედიც  [12].

პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტის უახლოესი მეგობარი ალან თადტაევი  ვალდებული იყო, რიგგარეშე სესია მოეწვია უახლოეს დღეებში, თუმცა არ გაუკეთებია ეს. ორი წლის წინ, როდესაც დეპუტატებმა ბიბილოვის გუნდის ორი მთავარი ფიგურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ნდობის საკითხი დააყენეს, ალან თადტაევი ორი თვის განმავლობაში თავს იკავებდა რიგგარეშე სესიის მოწვევისგან. ამჯერად ოპოზიცია დაემუქრა სპიკერს იმით, რომ თუკი ნაცად ხერხს მიმართვდა ამჯერადაც დააყენებენ უკვე მისი გადადგომის სკითხსაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს დამალოს რუსეთის წარმომადგენლების შემოწმების აქტი. რა თქმა უნდა, არავის შეაქვს ეჭვი იმაშიც, რომ მსგავსი დოკუმენტების დამალვის ინიციატორი თავად ბიბილოვია, ვინაიდან “საპრეზიდენტო მონარქიის” პირობებში სხვა ფიგურა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ადგილობრივი ანონიმური საინფორმაციო გამოცემა Чреба медиа”, რომელსაც ხალხი პრეზიდენტის არაოფიციალურ პრეს-სამსახურად მოიხსენიებს, შეეცადა წარმოედგინა ამომრჩევლისთვის დოკუმენტის გასაიდუმლოების არგუმენტი.

“ანგარიში შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს ფინანსურ სფეროში და ამიტომაც არის საიდუმლო დუკუმენტი და მასზე დეპუტატებს არ აქვთ კანონიერი წვდომის უფლება. მონცემები დაცულია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. თუ დეპუტატებს მათი გაცნობა უნდათ, სამხრეთ ოსეთის გარდა, რუსეთის მთავრობის თანხმობაც უნდა მოიპოვონ. ამისთვის უნდა გაგზავნონ ოფიციალური მოთხოვნა სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში”.

აღნიშნული ამონარიდი ოპოზიციას სასაცილოდ არ ეყო. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ამავე ლოგიკით, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტსაც გრიფი უნდა დაედოს, რადგან ფინანსურ სფეროში ორმხრივი ურთიერთოების შედეგია ეს ბიუჯეტიც.

დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც მალავენ აუდიტის შედეგებს – ეს არის ბიბილოვის გუნდის მიერ ბიუჯეტის ძარცვა.

აშკარააა, რომ კორუფციის მასშტაბები ისეთია, რომ  საზოგდოებისთვის დოკუმენტის ჩვენება არ არის მიზანშეწონილი. მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლამდეც 8 თვეზე ნაკლები რჩება.

გარკვეული დარღვევების გამხელა თავად ბიბილოვს უკვე მოუწია რუსული მხარის ზეწოლის შემდეგ. კერძოდ, მან აღიარა, რომ ჩინოვნიკები ხშირ შემთხვევაში ორ და მეტ თანამდებობას იკავებენ. მან მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს, პირველ სექტემბრამდე აირჩიონ მხოლოდ ერთი თანამდებობა სხვა უმუშევარი მოქალაქეების სასარგებლოდ.

ადგილობრივი დამკვრივებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს აღიარება სიმბოლური ხასიათისაა და არ ამხელს ბიუჯეტის ძარცვის მასშტაბებს.

სამხრეთ ოსეთში ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა რამდენჯერმე მეტია, ვიდრე რუსეთში. სამხრეთ ოსეთში ჩინოვნიკებს ხელფასს უხდის ასევე მოსკოვი  და რუსეთის ხელისუფლებას სავსებით გააზრებული ჰქონდა ეს ნაბიჯი, მაგრამ ადგილობრივმა ბიუროკატიამ ეს თანხები მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უმუშევარია. ჩინოვნიკები და მათი ოჯახს წევრები ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებენ და, შესაბამისად, ხელფასებსაც ყველა სამუშაო ადგილიდან იღებენ. ამასთან, სამსახურში გამოცხადებაც არ ევალებათ. რამდენიმე უწყებაში გაფორმებული არარსებული თანამშრომლები შტატის ნახევარს ან უფრო მეტ ადგილს იკავებენ. არარსებული რეისების “მძღოლები” იღებენ ხელფასებს, საწვავის ფულსა და ტრანსპორტის შეკეთების ხარჯებს. როგორც წესი, ეს უწყებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

სანდო წყროების ცნობითვე, ლენინგორის [ახალგორის] რაიონში აუდიტმა აღმოაჩინა არარსებული საღამოს სკოლაც, სადაც მინიმუმ 30 მასწავლებლის შტატია, გაიცემა ხელფასები, რემონტდება შენობა, ყიდულობენ ავეჯსა და ინვენტარს. ეს დაწესებულებაც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

კიდევ რამდენია ასეთი ვირტუალური დაწესებულება, ჯერ არავინ იცის. თოთხმეტი ოპოზიციონერი დეპუტატი დაწმუნებულია, რომ ფინანსური შემოწმების აქტის გასაჯაროვებით ყველა მსგავსი ფაქტი გამოვლინდებოდა და ამიტომაც ასე დაჟინებით ითხოვენ მასზე წვდომას.

ნებისმიერ შემთხვევში პოლიტიკური გამარჯვება უკვე მოიპოვა ოპოზიციამ, როდესაც აიძულა პრეზიდენტი ბიბილოვი და მისი მთვარობა, ამომრჩევლის წინაშე კანონის დარღვევაზე თავი ემართლებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი