ახალი ამბები

„ევროპული სანქცია ამოქმედდა“ – გოცირიძე EU-ს დახმარების არმიღებაზე

31 აგვისტო, 2021 •
„ევროპული სანქცია ამოქმედდა“ – გოცირიძე EU-ს დახმარების არმიღებაზე

“ევროპული სანქცია ამოქმედდა — საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება”, — ასე აფასებს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.

“ეს რომ პირდაპირ სანქციად არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო.

როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო, ან ვინ მოგცემს უკვე პროცენტიან ფულს? არადა, ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება, მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყოთ აცხადებდა ამაზე.

დაიკარგა 300 მილიონი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც”, — აცხადებს რომან გოცირიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი