ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მინიმალური ხელფასი 8-ჯერ გაიზრდება

31 აგვისტო, 2021 •
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მინიმალური ხელფასი 8-ჯერ გაიზრდება

დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე, რომელსაც ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა, მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ხელფასის მინიმალური ოდენობის დაახლოებით 8-ჯერ გაზრდას გულისხმობს.

ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით დე ფაქტო სამთავრობო საინფრორმაციო საშუალება ავრცელებს.

რეფორმის თანახმად, მინიმალური ხელფასის აქამდე განსაზღვრული ოდენობა, რომელიც შეადგენდა 1 550 რუსულ რუბლს [დაახლოებით 66 ლარი] გაიზრდება 8-ჯერ და გახდება 12 942 რუბლი [დაახლოებით 551 ლარი].

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და პოზიტიურად აისახება სოციო-ეკონომიკურ სიტუაციაზე.

კანონპროექტის ინიციატორის, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრის თანახმად, მიზანი არის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება და ხელფასების თანდათანობით ზრდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი რუსეთისგან მიღებული დახმარებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი