ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა

31 აგვისტო, 2021 • 952
წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, ივლისში, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა;
  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.2 პროცენტით შემცირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი