ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი პირველი სექტემბრიდან კოვიდ-პასპორტების გამოყენებას იწყებს

30 აგვისტო, 2021 • 1167
აზერბაიჯანი პირველი სექტემბრიდან კოვიდ-პასპორტების გამოყენებას იწყებს

აზერბაიჯანში კოვიდ-პასპორტების გამოყენება პირველი სექტემბრიდან იწყება. პარალელურად, შექმნეს კოვიდ-პასპორტების შესამოწმებელი აპლიკაცია “CheckApp”.

ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Apa ავრცელებს.

აპლიკაცია მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწვეტილების შესაბამისად შეიქმნა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანში ე.წ. კოვიდ-პასპორტების სიტემის დანერგვა იგეგმება.

CheckApp-ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება 18 წელს ზემოთ მყოფი პირების კოვიდ-პასორტის შემოწმება, რათა მათ მიიღონ სხვადასხვა მომსახურება საჯარო დაწესებულებებში, სასტუმროებში, დიდ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა დახურულ სივრცეებში, ან დაესწრონ ქორწილებს, კონცერტებსა და ფესტივალებს, რომელთაც 50 ადამიანზე მეტი ესწრება.

აპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელი იქნება დადგინდეს, მოქალაქე არის თუ არა კორონავირუსის ვაქცინით ორჯერ აცრილი, ან აქამდე ყოფილა თუ არა ვირუსით დაინფიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი