ახალი ამბები

“იდი ნა *უი, მეორედ არ დაგინახოთ” — ბერმა ჟურნალისტები შეურაცხყო

28 აგვისტო, 2021 • 2796
“იდი ნა *უი, მეორედ არ დაგინახოთ” — ბერმა ჟურნალისტები შეურაცხყო

სასულიერო პირმა “ფორმულას” ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ტელეარხის თანახმად, შემთხვევა თავკვეთულას მონასტერში მოხდა, აგრესიულად განწყობილი პირი კი, რომელიც ჟურნალისტების კითხვებმა გააღიზიანა, ბერი იოანეა.

“ფორმულას” ინფორმაციით, ჟურნალისტებს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, ინფორმაცია ჰქონდათ მონასტერთან მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ. კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ბერი ადგილზე სატრაპეზოს აშენებს.

მათი კითხვებიც აღნიშნულ საკითხს ეხებოდა.

“კულტურული მემკვიდრეობა რას ნიშნავს, ძეგლთა დაცვაზე ამბობთ? ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან. ეს ეკლესიაა და ცოცხალი ორგანიზმია”, — მიმართა ბერმა ჟურნალისტს.

ის მედიის კითხვებს არ პასუხობდა და ამბობდა, რომ შესაბამისი კურთხევა არ ჰქონდა. ტელეკომპანიის წარმომადგენელს სასულიერო პირმა უთხრა, რომ იყო არა ჟურნალისტი, არამედ მხარე.

“ფორმულას” დამატებით კითხვებს სასულიერო პირმა ყვირილითა და შეურაცხყოფით უპასუხა.

“ახლა მაგას იწერთ? ყოფას გიტირებთ… რაის უფლება გაქვთ, საიდან მოიგონე, რომ უფლება გაქვს?.. ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირ*ი არ აგი*ია? წადი, შენი დედა დავეცი. შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, დედას გიტირებთ. თქვენი დედა ვატირე.

კარგად იყავი კი არა, იდი ნა *უი რა. შენი დედა ვატირე. აქ მეორეჯერ არ დაგინახოთ”, — მიმართა მან ჟურნალისტებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მომხდარს, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი