ახალი ამბებიეკონომიკა

სახელმწიფო დასეტყვილ ყურძენს ჩაიბარებს

27 აგვისტო, 2021 • 1867
სახელმწიფო დასეტყვილ ყურძენს ჩაიბარებს

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, სახელმწიფო საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანია” დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს, 27 აგვისტოს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება”, — წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.

ძლიერი სეტყვა კახეთში 26 აგვისტოს მოვიდა და მევანახეების ნაწილს ვენახი სრულად გაუნადგურა.

ფოტო გარეკანზე: კახეთის მხარე

მასალების გადაბეჭდვის წესი