ახალი ამბები

„ოცნების“ კვლევის დარღვევით გაშუქებისთვის 7 ტელევიზიის წინააღმდეგ მარეგულირებელმა სასამართლოს მიმართა

26 აგვისტო, 2021 • 1376
„ოცნების“ კვლევის დარღვევით გაშუქებისთვის 7 ტელევიზიის წინააღმდეგ მარეგულირებელმა სასამართლოს მიმართა

კომუნიკაციების კომისიამ “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიო „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ს“ და „სტუდია მაესტროს“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

“წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა მაუწყებლებმა 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქეს.

კერძოდ, მაუწყებლების მიერ დაირღვა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები”, — ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის 26 აგვისტოს განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ მომხდართან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და განსახილველად სასამართლოს წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი