ახალი ამბები

“იმედმა” “ევსაქებს” წინასაარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარი უთხრა — ვიდეო

26 აგვისტო, 2021 • 18921
“იმედმა” “ევსაქებს” წინასაარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარი უთხრა — ვიდეო

ტელეკომპანია “იმედმა” “ევროპულ საქართველოს” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი უთხრა.

“იმედი” მიზეზად ასახელებს, რომ რეკლამა სიძულვილის ენას შეიცავს.

“ტელეკომპანია „იმედი“ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“.

არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს „ევროპულ საქართველოს“. „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა“, — ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ბრიფინგს მას შემდგე გამართავენ, რაც ტელეკომპანიისგან წერილობით მიმართვას მიიღებენ.

“ქვეყანას არაკომპეტენტური, კორუმპირებული და მოღალატე ადამიანები მართავენ”, — ნათქვამია რეკლამაში, რომლის განთავსებაზეც “იმედმა” პარტიას უარი განუცხადა. ვიდეორგოლი არის „ევროპული საქართველოს“ კამპანიის,  „სოციალური მაშველის“ ნაწილი, რომლის ფარგლებშიც პარტია სთავაზობს ყველა ადამიანს, ვინც ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გახდება სამსახურეობრივი მუქარის ან სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ადრესატი, ცხელ ხაზზე დაკავშირებას და შესაბამისი დახმარების გაწევას.

ნახეთ პოლიტიკურინ რეკლამა, რომელიც “იმედმა” დაბლოკა:

მასალების გადაბეჭდვის წესი