ახალი ამბები

პირველი გარანტირებული მედალი პარალიმპიადაზე — თიბილაშვილი ფინალშია

25 აგვისტო, 2021 • 888
პირველი გარანტირებული მედალი პარალიმპიადაზე — თიბილაშვილი ფინალშია

ტოკიოს პარალიმპიადაზე მოასპარეზე მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

ეს არის პირველი გარანტირებული მედალი საქართველოს პარალიმპიური ნაკრებისთვის ტოკიოს თამაშებზე.

მეორე ქართველი პარალიმპიელი მოფარიკავე, ირმა ხეცურიანი ნახევარფინალში ჩინელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას.

ტოკიოს პარალიმპიადა საქართველოს ნაკრებისთვის უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო. ტოკიოს პოლიციამ დააკავა ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი, რომელსაც დარაჯზე ძალადობა ედებოდა ბრალად. მომხდარის გამო ძიუდოისტს აღარ მიეცა ტურნირზე გამოსვლის საშუალება და სამშობლოში დააბრუნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი