ახალი ამბები

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით კახეთში 5 პირი დააკავეს

24 აგვისტო, 2021 • 1824
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით კახეთში 5 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კახეთის რეგიონში 5 პირი დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. სუსი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი