ახალი ამბები

ზელენსკიმ რუსული მედიასაშუალებების ნაწილზე წვდომა შეზღუდა

23 აგვისტო, 2021 • 1792
ზელენსკიმ რუსული მედიასაშუალებების ნაწილზე წვდომა შეზღუდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ძალაში შევიდა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.

პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა მის ვებ-გვერდზე.

დოკუმენტის თანახმად, შეიზღუდება “როსტელეკომის”, “ვედომოსტის”, “ვერსიის”, “ნოვინფოს”, “ნაროდნიე ნოვოსტის”, “ანნა-ნიუსის”, “მოსკოვსკი კომსომოლეცისა” და სხვა რუსული საინფორმაციო საშუალებების ვებსაიტები.

შეზღუდვები დაუწესდა ორ ინტერნეტრესურსს, რომელიც, უკრაინული მხარის თანახმად, კავშირშია დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურთან, დენის პუშილინთან.

ეს უკრაინაში რუსული საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა არ არის.

პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით, ივნისში შეიზღუდა სხვადასხვა რუსული ტელეარხი, მათ შორის, “Russia 24”, “NTV [ენტევე]” “რუსეთის პირველი არხი” და “RTR”.

მასალების გადაბეჭდვის წესი