ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზახაროვა ალიევს პასუხობს: იარაღის მიწოდება სომხეთისთვის რუსეთის სუვერენული უფლებაა

20 აგვისტო, 2021 • 2720
ზახაროვა ალიევს პასუხობს: იარაღის მიწოდება სომხეთისთვის რუსეთის სუვერენული უფლებაა

“რუსეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდება სხვა ქვეყნებისთვის მისი [რუსეთის] სუვერენული უფლებაა. ამ მხრივ, შესაბამისი თანამშრომლობა გვაქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ამასთან, ვითვალისწინებთ რეგიონში ძალთა ბალანსის აუცილებლობას” , – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ 19 აგვისტოს პრესკონფერენციაზე მედიის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ილჰამ ალიევის განცხადებას შეეხებოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სი-ენ ენ-თან საუბრისას განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, რუსეთი შეწყვეტს სომხეთის შეიარაღებას და მშვიდობის მისაღწევად ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი განცხადების ყველა პუნქტს შეასრულებს.

რუსეთის მიერ იარაღის მიყიდვა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის 2020 წლის ომამდეც მგრძნობიარე საკითხი იყო მხარეებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი