18 აგვისტოდან მოქალაქეებს ურეგისტრაციოდ აცრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზეც შეეძლებათ. ვაქცინაციის ახალი სივრცის მისამართია – წინანდლის N19.
ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება შემდეი წარმოების ვაქცინებით: „ფაიზერით“; „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე.
მანამდე მსგავსი სივრცე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარედ გახსნეს. აქაც მოქალაქეებს ურეგისტრაციოდ შეუძლიათ აცრა.
ხვალიდან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი
გარეკანი ფოტო: freshman.ge