ხვალიდან, 13 აგვისტოდან, თბილისში,  ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრი ყოველ დღე, 10:00-დან 20:00- მდე, შესვენების გარეშე იმუშავებს და ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით.