ახალი ამბები

ბობ დილანს 1965 წელს 12 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ — სასამართლო სარჩელი

17 აგვისტო, 2021 •
ბობ დილანს 1965 წელს 12 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ — სასამართლო სარჩელი

ნობელის პრემიის ლაურეატს, პოეტსა და მუსიკოს ბობ დილანს 12 წლის გოგოზე სისტემურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

როგორც The Guardian სასამართლო სარჩელზე დაყრდნობით წერს, 1965 წელს, როდესაც თავად დილანი 23-24 წლის იყო, 6 თვის განმავლობაში გოგოზე ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა.

სარჩელი უკვე შესულია ნიუ იორკის სასამართლოში, მოსარჩელე კი 56 წლის ქალია. ის ამბობს, რომ შემთხვევა 1965 წლის აპრილსა და მაისში მოხდა. მოსარჩელეს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ასევე საუბარია ე.წ. გრუმინგზეც —სექსუალური ძალადობის მიზნით არასრულწლოვანთან ნდობის დამყარების პროცესზე.

ბობ დილანს ადანაშაულებენ ასევე იმაშიც, რომ თავისი ავტორიტეტი გამოიყენა ბავშვთან ურთიერთობის დასამყარებლად. აძლევდა მას ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლს, ემუქრებოდა და ძალადობდა ფიზიკურად, „რამაც მას გამოუსწორებელი ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა“.

დილანის წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ ბრალდება ცრუა და მის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

გარეკანი ფოტო: ბობ დილანი 1984 წელს

მასალების გადაბეჭდვის წესი