ახალი ამბები

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16 აგვისტო, 2021 • 10243
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე დიდი, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით, 5:44 საათზე მოხდა. მანამდე კი ორი მიწისქვეშა ბიძგი, 3.7 და 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

სოფელ სამებასთან, ამ დროისთვის ბოლო მიწისძვრა 05:51-ზე ფიქსირდება, რომლის სიმძლავრეც 3.2 მაგნიტუდაა.

სოფელ სამებასთან ბოლო დროს არაერთი მიწისძვრა მოხდა. გახშირებული მიწისძვრები ექსპერტებისთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება, რაც მიწისძვრებში გამოიხატება, და გამომდინარე იქიდან, რომ ჯავახეთის ქედი ვულკანური წარმოშობისაა, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ფიქრობს, რომ ამჯერადაც სეისმური აქტივობების სერია მაგმური პროცესებითაა გამოწვეული.

რატომ ხდება ამდენი მიწისძვრა სოფელ სამებასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი