ქვემო ქართლში, სოფელ ზემო თელეთში, ტყის საფარი იწვის. შესაბამისი ვიდეომასალა ფეისბუკზე ვრცელდება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს.

უწყების თანახმად, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო, ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.