ახალი ამბები

სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა 46%, ხოლო პედაგოგთა 30%-მდეა აცრილი – გამყრელიძე

9 აგვისტო, 2021 • 3566
სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა 46%, ხოლო პედაგოგთა 30%-მდეა აცრილი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ექიმებსა და პედაგოგებს შორის აცრილთა რაოდენობაზე საუბრობს.

ის აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა 46%-ია აცრილი.

„მათ შორის არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები და ასევე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული შტატი. ამ ადამიანების 46%-ია აცრილი და აქედან ყველაზე მეტი – 64% არიან ექიმები“, – ამბობს გამყრელიძე „ტვ პირველის“ ეთერში.

ის მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს და აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში მათი 33% დაინფიცირდა, 80 მათგანი კი გარდაიცვალა.

„რაც შეეხება პედაგოგებს, აქ აცრის მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 24%-დან 30%-მდე რეგიონების მიხედვით. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, საერთო აცრის მაჩვენებელზე მეტია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი და ამიტომ 2 თვის წინ გამოვაცხადეთ ინიციატივა, რომ შევქმნათ უსაფრთო სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და უნივერსიტეტები… სადაც, მაგალითად, პროფესორ-მასწავლებელთა 80% აცრილი იქნება“, – აცხადებს გამყრელიძე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან- „ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია, 60 000-მდე სკოლის მასწავლებელი გვყავს“.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 450 149 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 403 762 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6128 გარდაიცვალა. 

720 ექიმი სამედიცინო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად რეგულაციების დაწესებას ითხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი