ახალი ამბები

მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები საქართველოსთან, რა დონეზეც ქართული მხარე იქნება მზად — მოსკოვი

5 აგვისტო, 2021 • 2287
მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები საქართველოსთან, რა დონეზეც ქართული მხარე იქნება მზად — მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობები იმ დონეზე აღადგინოს, “რა დონეზეც ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად”. აღნიშნულის შესახებ ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის [იმ დონეზე, რა დონეზეც] ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, მიიღებენ მხედველობაში ინტერესთა ბალანსს”, — ციტირებს მას “რია ნოვოსტი”.

მან აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზეც ისაუბრა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება კი “კრიმინალურ რეჟიმად” მოიხსენია.

“რუსეთს არასდროს გაუიგივებია ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან”, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი