ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა

4 აგვისტო, 2021 • 2396
პუტინმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ოსური მედია ავრცელებს.

შეთანხმების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეები საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეძლებენ მიიღონ მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.

ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის მიერ შემუშავებულ შეთანხმებას, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა.

მსგავსი შეთანხმების გაფორმებას რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთანაც გეგმავს. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტი კვლავ შემუშავების პროცესშია.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი