ახალი ამბები

დარღვევები ბიბლიოთეკაში

3 აგვისტო, 2010 •
დარღვევები ბიბლიოთეკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან 39 დასახელების წიგნის მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბიბლიოთეკიდან მოპარული ისტორიული ხასიათის უნიკალური წიგნები მე–18–19–ე საუკუნებისაა და მათი ღირებულება ათეულობით ათას ევროდაა შეფასებული.

როგორც ირაკლი ანდრიაშვილმა განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებას არავის მისცემს, სახელმწიფო საგანძური მიითვისოს და სხვადასხვა ფინანსური მაქინაციებით საგანმანათლებლო რესურსების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადოს.

სამინისტროს ინფორმაციის შესაბამისად, ბიბლიოთეკაში არსებული დარღვევების შესწავლა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს თავად მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი