ახალი ამბები

ბელარუსელი აქტივისტი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

3 აგვისტო, 2021 •
ბელარუსელი აქტივისტი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

ბელარუსული არასამთვარობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს. შიშოვი სახლთან ახლოს მდებარე პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს.

პოლიციის განცხადებით, ვიტალი შიშოვის საქმეზე გამოძიება დაწყებულია,  ისინი განიხილავენ ყველა ვერსიას, მათ შორის “თვითმკვლელობად შენიღბულ მკვლელობას”.

ვიტალი შიშოვი უკრაინაში ბელარუსულ სახლს ხელმძღვანელობდა. ბელარუსული სახლი უკრაინაში ხელს უწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც ბელარუსიდან ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ. ისინი ჩამოსულებს ეხმარებიან საცხოვრებლისა და სამსახურისა მოძიებასა და იურიდიული კონსულტაციის მიღებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი