ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს სასამართლომ სომხეთის დატყვევებულ მოქალაქეებს 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

3 აგვისტო, 2021 • 1172
ბაქოს სასამართლომ სომხეთის დატყვევებულ მოქალაქეებს 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის ორ მოქალაქეს, რომლებსაც ბაქო ადანაშაულებდა ყარაბაღის 2020 წლის ომის პერიოდში აზერბაიჯანელი ჯარისკაცების წამებაში, 20 წლით პატიმრობა შეუფარდა – მათ შორის, პირველი 10 წელი, განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ციხეში.

სასამართლო მოსმენებზე ბრალდებულები ბრალს არ აღიარებდნენ. მათი განცხადებით, ერთადერთი ბრალი იმაში მიუღძვით, რომ აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

სომხეთის მოქალაქეები აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვედ აიყვანა 2020 წლის ომის მიმდინარეობისას.

ამ დრომდე, ბაქოში სომხეთის 50-ზე მეტი სომეხი ტყვე გაასამართლეს, მათი ნაწილი, სომხური მედიის ცნობით, ბაქომ ერევანს დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ გადასცა.

სომხური მხარე აზერბაიჯანს ადანაშაულებს 2020 წლის ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას რამდენიმე ასეული სამხედროს დატყვევებაში და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი