ახალი ამბები

“ოცნებამ” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

2 აგვისტო, 2021 • 1531
“ოცნებამ” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, რომელთა შორის არცერთი ქალი არაა.

კანდიდატები თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ წარადგინა, რომელიც “ქართული ოცნების” სახელით კენჭს მომავალ არჩევნებზეც იყრის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან:

  • ვაკე – გიორგი ტყემალაძე;
  • მთაწმინდა – ზურაბ აბაშიძე;
  • სამგორი – რევაზ სოხაძე;
  • ისანი – კახა ლაბუჩიძე;
  • კრწანისი – ლევან ჯაფარიძე;
  • ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე;
  • გლდანი – კონსტანტინე ზარნაძე;
  • დიდუბე – გივი ჩხარტიშვილი;
  • საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე;
  • ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი