ახალი ამბები

ინსტიტუციების რეიტინგში ქართული მედია მეხუთე ადგილზეა – IRI

2 აგვისტო, 2021 • 1263
ინსტიტუციების რეიტინგში ქართული მედია მეხუთე ადგილზეა – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, ქართული მედიის მუშაობას დადებითად აფასებს 58%, უარყოფითად კი- 33%. გამოკითხულთა 5%-მა თავი შეიკავა პასუხისგან ან უპასუხა, რომ არ იცის.

აღნიშნული კვლევის თანახმად, სხვადასხვა ინსტიტუციას შორის ყველაზე დადებითად გამოკითხულები ქართული ჯარის მუშაობას აფასებენ [85%]. რეიტინგში მეორე ადგილზე საქართველოს საპატრიარქოა [80%], მას მოსდევს იუსტიციის სახლი [76%], პოლიცია [65%], შემდეგ კი ქართული მედია და ადგილობრივი ხელისუფლება [55%].

რაც შეეხება ყველაზე უარყოფითად შეფასებულ ინსტიტუციებს, გამოკითხულთა 65% ეროვნული ბანკის მუშაობას აფასებს უარყოფითად:

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი