ახალი ამბები

1 აგვისტო: კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

1 აგვისტო, 2021 •
1 აგვისტო: კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

კვირას, 1 აგვისტოს ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2654 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 31 806 – ს შეადგენს. გამოჯნამრთელდა 2319 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.57 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა – 443, იმერეთი – 322, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც: 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 024, აჭარაში – 661, იმერეთში – 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში – 514, აჭარაში – 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 125, პირი, აჭარაში – 4 138, იმერეთში – 2 375.

მასალების გადაბეჭდვის წესი