ახალი ამბები

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

30 ივლისი, 2021 • 1908
გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

“ქართულმა ოცნებამ” დღეს დაასახელა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები.

ცნობილი გახდა, რომ “ოცნების” მერობის კანდიდატი გორში მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება.

ხინჩეგაშვილი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნია. 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხინჩეგაშვილი ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული.

მას სპორტული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არ განუცხადებია. ის 30 წლისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი