ახალი ამბები

2021 წელს მშენებლობის 4 400 ნებართვა გაიცა

30 ივლისი, 2021 • 1042
2021 წელს მშენებლობის 4 400 ნებართვა გაიცა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში  გაცემულია 4 400 ნებართვა  2 955 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამ მონაცემებით, დროის ხსენებულ მონაკვეთში გაცემული ნებართვების რაოდენობა 5.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისი მშენებლობების ფართობი კი — 14.7%-ით მეტი.

© სტატისტიკის ეროვნული სამსახური

© სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3% მოდის თბილისზე, 9% — ქვემო ქართლზე, 8,6% — იმერეთზე, 6,9% კი — მცხეთა-მთიანეთზე.

ასევე 4 რეგიონზე მოდის დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი: 27,8% — თბილისზე, 12,6% — კახეთზე, 12,5% — ქვემო ქართლზე, ხოლო 10,8% — მცხეთა-მთიანეთზე.

“აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე”, — ამბობს უწყება.

© სტატისტიკის ეროვნული სამსახური

© სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მისივე ინფორმაციით, მთლიანობაში, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიიღეს 818,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,9 პროცენტით მეტი) 1128 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი