ახალი ამბები

პარლამენტი საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს

30 ივნისი, 2010 • 1422
პარლამენტი საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს

საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ-დემოკატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის მემორანდუმი გაფორმდა. ,,პარლამენტის გაძლიერების პროგრამის” მნიშვნელოვანი ნაწილი მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების სამოქალაქო აქტურობის გაზრდას. ასევე პარლამენტში შეიქმნება სპეციალური ბიურო, რომელიც პარლამენტის საქმიანობას არასამთავრობო სექტორისათვის უფრო გამჭვირვალეს გახდის.პროგრამისათვის სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

პარლამენტის გაძლიერების პროგრამას NDI ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს: პარლამენტის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფუნქციის გაუმჯობესებას; პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივებზე დებატების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას; პარლამენტის გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას; პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებას.

,,ეს არის ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარებიან პარლამენტს, უფრო მეტად იყოს ჩართული საზოგადოებასთან და არასამთავრობოებთან კომუნიკაციაში, რათა მათ უფრო ეფექტურად განახორციელონ მთავრობის კონტროლი. მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამომრჩეველთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ყველა ეს მიმართულება შეადგენს პარლამენტის სიძლიერის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს”, – ამბობს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე.

პირველი, რაც ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება, იქნება სიახლე საქართველოს პარლამენტის ვებგვერზე. პარლამენტის საიტის მარცხენა მხარეს განთავსდება კენჭისყრის შედეგები წერილობითი სახით.

,,ეს საკანონმდებლო ბაზა საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ნახონ, რა კანონმდებოლობას ეყარა კენჭი და როგორი იყო ხმის მიცმის პროცედურა”, – განმარტა ლუის ნავარომ, NDI- საქართველოს დირექტორმა.

ასევე პარლამენტში შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტთან ურთიერთობის ოფისი, რომელიც იმუშავებს დიალოგის უზრუნვერყოფაზე პარლამენტსა და NGO-ებს შორის. ნავარო ამბობს, რომ ეს ერთგვარი ფორუმი იქნება NGO-ებისათვის, რათა მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნონ პარლამენტის წევრებსა და კომიტეტებს ხმის მიცემის პროცედურამდე.

,,არასამთავრობო ორგანიზაციების ცენტრის ჩამოყალიბება პარლამენტში ხელს შეუწყობს პოლიტიკური დებატების წარმართვას. პარლამენტი, როგორც ინსტიტუციონალური ორგანო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვის ცენტრი გახდება”, – ამბობს ჯონ ბასი, ამერიკის ელჩი საქართველოში.

ჩატარდება ძალიან აქტიური ტრეინინგ პროგრამები აპარატის თანამშრომლებისათვის, პარლამენტის წევრებისათვის, მაჟორიტარ უბნებზე და პარტიის ფრაქციებში, იმისათვის, რომ საჯარო სამუშაოები ადგილობრივ ბიუროებშიც განხორციელდეს და გაძლიერდეს კომუნიკაცია პრესასთან, არასამთვრობოებთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან.

NDI აქტიურად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომიტეტებთან და ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეფორმირება.

ლუის ნავარო ამბობს, რომ საზოგადოების ინტერესების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო აქტიურობის გაზრდას.

,,წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად მოემსახურება პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მომავალში, არამედ დემოკარტიის განხორციელება საქართველოში გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების მონაწილეობა ინსტიტუტებში აქტიური და გაზრდილი იქნება”.

,,ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ, რათა პარლამენტი ქართულ საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს”, – ამბობს ჯონ ბასი. პროგრამისათვის ამერიკა სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი