ახალი ამბები

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

28 ივლისი, 2021 • 2383
ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

ბექაურმა ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მიხეილ იგოლნიკოვი დაამარცხა და ასპარეზობას გარანტირებული მედლისთვის განაგრძობს. ფინალში ოქროს მედლისთვის გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

ბექაური არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

მის მიერ ფინალში მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მესამე იქნება. წინა ორი მედალიც ქართველ სპორტსმენებს ძიუდოში აქვთ მოპოვებული.

ფინალამდე ბექაურმა, ჯამში, 4 მოწინააღმდეგეს სძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი