ახალი ამბები

რუსთაველზე ჩავარდნილი გზის შესაკეთებლად მისული ტრაქტორი ორმოში ჩავარდა

27 ივლისი, 2021 • 12406
რუსთაველზე ჩავარდნილი გზის შესაკეთებლად მისული ტრაქტორი ორმოში ჩავარდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “კინოს სახლის” მიმდებარედ გზა ჩავარდა. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მონაკვეთზე GWP-ის მილია დაზიანებული, რამაც მიწა გამორეცხა და ასფალტის ჩავარდნა გამოიწვია.

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე ჩავარდნილი გზის შესაკეთებლად GWP-მ სპეცტექნიკა მიიყვანა, თუმცა ერთ-ერთი ტრაქტორი იმ ორმოში ჩავარდა, რომლის შესაკეთებლადაც ადგილზე მიიტანეს:

“დღეს, 27 ივლისს, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე ავარიულად დაზიანდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი.

ადგილზე მობილიზებულია ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები და ტექნიკა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაწყებულია დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები”, – აცხადებენ კომპანიაში.

ადგილზე გზის შესაკეთებელი სამუშაოებს GWP ამ წუთებშიც აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი